ჩვენს შესახებ
«Cargo Logistics Group Georgia» (CLG Georgia) საქართველოს საექპედიტორო მომსახურების ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2004 წლის ოქტომბრიდან.
მან მუშაობა საჰაერო ექსპედირებით დაიწყო და ამ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. საჰაერო გადაზიდვებს კომპანია ნებისმიერი
სირთულის ტვირთებისათვის ანხორციელებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად
CLG Georgia-მ თავის დამკვეთებს შესთავაზა საზღვაო, ოდნავ მოგვიანებით კი საავტომობილო გადაზიდვებიც. ჩვენი კომპანიის მოქნილობა საშუალუბას გვაძლევს
ინდივიდუალურად მივუდგეთ თითოეულ გადაზიდვას, აქედან გამომდინარე ჩვენ შევძელით არაერთი რთული სპეციფიკაციის და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება.
კომპანიის ავტორიტეტის და გუნდის პროფესიონალიზმის ზრდის კვალობაზე შესაძლებელი გახდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში სააგენტო ქსელის შექმნა.
ჩვენი მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები მრავალ საუკეთესო გადამზიდავ და საექსპედიტორო
კომპანიასთან ჩვენი გადაზიდვების ხარისხის გარანტიაა. ჩვენ ვიყენებთ ამ კომპანიების დიდ გამოცდილებას ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტირებისას.
2007 წლიდან CLG Georgia–მ საკუთარი ავტოპარკის შექმნით დაიმატა გადამზიდავი კომპანიის ფუნქცია. ის დღეისათვის გვევლინება საკმაოდ მსხვილ და წარმატებულ სატრანსპორტო კომპანიად, რომლის პროფილია მცირე და საშუალო ტვირთების ტრანსპორტირება, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ქვეყნების მასშტაბით. საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები იძლევა ტვირთების ოპერატიულად გადაზიდვის, მაქსიმალური კონტროლის და დაბალი ფასის გარანტიას.
კლიენტების კომპლექსური მომსახურების მიზნით CLG Georgia–მ დააკომპლექტა კვალიფიციური მუშა ბრიგადები, რომლებიც ასრულებენ დატვირთვა–გადმოტვირთვით სამუშაოებს. კომპანიას დაუგროვდა მცირე და დიდი ოფისების ავეჯისა და ინვენტარის, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთების გადატანის საკმაოდ დიდი გამოცდილება.
ჩვენი დაუღალავი შრომის და კლიენტებთან მეგობრული ურთიერთიბების ჩამოყალიბების შედეგია დამკვეთთა დარგობრივად ფართო სპექტრი. ჩვენ ვამაყოფთ ჩვენი კლიენტებით,
რომლებიც წარმოდგენილნი არიან როგორც საქართველოს ასევე უცხოური კომპანიებით.
CLG Georgia-ს მომსახურების მაღალი დონის მაჩვენებელია ისეთი დამკვეთების არსებობა როგორიცაა: “მაგთიკომი”, “ბილაინი”, “ჯეოსელი”, “ვისოლი”, “რომპეტროლი” “სმარტი”, “ნოვა ტექნოლოჯი”, “ელიტ მოტორსი”, “ჰიდროთერმი”, “ბორუსანი”, “გაეროს განვითარების ფონდი”, “გადავარჩინოთ ბავშვები”, “მერსი ქორი”, “ჯორჯიან ქარდი”, “მანტა სისტემსი”, “ელიტ ელექტრონიქსი”, “ფორმატი”, “კავკაზუს ონლაინი”, “თერმა სერვისი” და სხვა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა CLG Georgia ამაყობს იმით, რომ მისი საქმიანობა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ახალგაზრდა გუნდი კი პატრიოტიზმით და
ენთუზიაზმით აღავსე. ჩვენ არ ვმალავთ შემოსავლებს, ვიხდით ყველა გადასახადს და იმედი გვაქვს რომ გავხდებით ახალი საქართველოს შესაფერისი კომპანია.
CLG Georgia-სთან ურთირთობის მარტივი მეთოდები გაგიმარტივებთ ნებისმიერი ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ რთულ პროცედურებს და დაზოგავს თქვენს დროს.
დაგვიკავშირდით და გამოგვცადეთ საქმეში.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენი ტვირთების ტრანსპორტირებისათვის!
კომპანიის პასუხისმგებლობა დაზღვეულია!
|
Cargo Logistics Group Georgia
|
მედეა ჩახავას #9, თბილისი 0177, საქართველო
ტელ: (+995 32) 2 205 205; (+995 32) 2 32 22 42
ფაქსი: (+995 32) 2 205 205
E-mail:
info@clg.ge
office@clg.ge
|
|
|