:: ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთების, აპარატურის და სხვა ტვირთების გადაზიდვა თბილისსა და საქართველოში
ვრცლად
:: ოფისების გადატანა/გადაზიდვა; მუშახელით მომსახურება და ტრანსპორტირება
ვრცლად
:: გადაზიდვები საქართველოდან სომხეთსა და აზერბაიჯანში
ვრცლად

::Eng ::Geo ::Rus


ჩვენ შესახებ სერვისი ტარიფები კონტაქტები ინფორმაცია სიახლეები



სიახლეები

ტვირთების კონსოლიდაცია (გრუპაჟი) ჩინეთიდან!!!

მსოფლიოს უდიდეს მწარმოებელ ქვეყანა ჩინეთიდან საქართველოში მზარდმა იმპორტმა განაპირობა ის რომ კომპანია “კარგო ლოჯისთიქს გრუფ ჯორჯია” გთავაზობთ ახალ სერვისს!

2006 წლის სექტემბრის თვიდან, ხორციელდება მცირე და საშუალო ტვირთების კონსოლიდირებული ტრანსპორტირება კონტეინერით შენჟენიდან – თბილისამდე.

კონტეინერის გამოსვლის ინტენსიურობა არის მინიმუმ ერთი კონტეინერი თვეში.
ტრანსპორტირების ვადაა საშუალოდ 30-32 დღე კონტეინერის გამოსვლიდან.

შეკვეთები ტვირთების წამოღებაზე მიიღება კონტეინერის გამოსვლამდე 2 კვირით ადრე.

1 კუბური მეტრი ტვირთის (მაქსიმალური წონა 450 კგ) ჩამოტანის ღირებულებაა 400 აშშ დოლარი. ტვირთის მოცულობის ზრდით მცირდება 1 კუბურ მეტრზე მისი ტრანსპორტირების ღირებულება.

აღნიშნული ფასები შეიცავს:
1.ტვირთის ტრანსპორტირებას შენჟენის ტერიტორის ფარგლებში.

2.ტვირთის გაფორმებას საზღვაო ტერმინალზე ჩინეთში და ჩამოტანას თბილისის საბაჟო ტერმინალამდე.

3.ტვირთის ორიგინალი საბუთების გამზადება, ტვირთის ექსპორტზე საბაჯო გაფოპრმება ჩინეთში ხორციელდება გამომგზავნის მიერ.

საუკეთესო ჩინური პროდუქცია პირდაპირ ქარხნიდან

CLG Georgia თავის შემკვეთებს თავაზობს საქართველოს ბაზარზე სრულიად ახალ სერვისს: ჩვენ მოვძებნით თქვენთვის საინტერესო საქონელს, შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, თანხმობის შემთხვევაში გიყიდით და ჩამოგიტანთ მას საქართველოში.

კონსოლიდირებული ტვირთების ტრანსპორტირება ევროპიდან

CLG Georgia თავის შემკვეთებს თავაზობს მცირე (საკონსოლიდაციო) ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან. სამი მყარი არგუმენტი:
ჩვენი მომსახურების ხარისხი მაღალია, რადგან ის სრულდება საიმედო და დიდი გამოცდილების მქონე პარტნიორების მეშვეობით.
ჩვენი შემოთავაზებული ტრანსპორტირების ვადები ხანმოკლეა, რადგან თქვენი ტვირთი არ ელოდება სხვა ტვირთებს.
ჩვენი შემოთავაზებული ტრანსპორტირების ფასები კი მნიშვნელოვნად დაბალია, რადგან ტვირთები გროვდება კარგად აწყობილი სისტემით და თან ევროპის ორ
ქვეყანაში (სამხრეთით იტალიაში, ჩრდილოეთით კი ჰოლანდიაში) იმის მიხედვით თუ საიდან ხდება ტრანსპორტირება.
ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტირების ფასებს.

საჰაერო გადაზიდვები ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერი რეჟიმით

საჰაერო გადაზიდვები ჩვენი კომპანიისთვის უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილების სფეროა, მაგრამ აქაც გვაქვს სიახლეები:
ჩარტერული რეისები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტვირთების გადაზიდვებისას.
აეროპორტამდე ტვირთის მიტანის ოპერატიული სისტემა CLG Georgia-ს ნიშნის ქვეშ.
ექსპორტ-იმპორტის საბუთების გაფორმება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

უკრაინა და ბალტიისპირეთი

უკრაინა და საქართველო... ორი მეგობარი ქვეყანა და მათ შორის გადებული სატრანსპორტო ხიდი - CLG Georgia. ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურებას რომელსაც შეასრულებს უშუალოდ გადამზიდავი კომპანიები. თქვენს მიერ გადახდილი თანხა ნაწილდება არა რამდენიმე ექსპედიტორზე არამედ უშუალოდ გადამზიდავ კომპანიებზე, რაც განაპირობებს დაბალ სატარიფო განაკვეთს.

ტვირთების ტრანსპორტირება ამიერკავკასიის ქვეყნებში

CLG Georgia თავის შემკვეთებს თავაზობს ნებისმიერი რაოდენობის, ზომის და სპეციფიურობის ტვირთების ნებისმიერი ტრანსპორტით ტრანსპორტირებას ამიერკავკასიის სამივე ქვეყნებში




გვერდის თავში





Cargo Logistics Group Georgia

მედეა ჩახავას #9, თბილისი 0177, საქართველო
ტელ: (+995 32) 2 205 205; (+995 32) 2 32 22 42
ფაქსი: (+995 32) 2 205 205
E-mail: info@clg.ge office@clg.ge